top of page
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომპანია BP-ს მიერ სამცხე-ჯავახეთში დამწყები მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მოდელს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოსი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პოტენციალს ეცნობა. ინიციატივის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა, სადაც კომპანია BP რამდენიმე წელია ეხმარება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას მცირე ბიზნესის წამოწყებაში.

„გადავწყვიტეთ ადგილზე გავეცნოთ წარმატებულ მიკრო-მეწარმეებს, ვინაიდან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი რეალური სურათის დანახვა და სექტორის განვითარების სტრატეგიის შემუშავება“ - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

ეკონომიკის სამინისტროს, BP-ისა და რეგიონული განვითარების ასოციაციის (CDI პროგრამის განმახორციელებელი სამცხე-ჯავახეთში) წარმომადგენლებმა მოინახულეს პროექტის ფარგლებში გახსნილი სტომატოლოგიური კაბინეტი და სურსათის მაღაზია სოფელ წნისში, ასევე მატყლის გადამამუშავებელი და საინკუბაციო კვერცხის მწარმოებელი საწარმოები სოფელ კლდეში. ვიზიტის დასასრულს ეწვივნენ ახალციხის საბუღალტრო მომსახურების ჯგუფს რომელიც საჭიროების შემთხვევაში მეწარმეებს ფინანსურ-იურიდიულ მომსახურებას თავაზობს.

”BP-ის თანადაფინანსებით სტომატოლოგიური კაბინეტი გავხსენით მე და ჩემმა მეუღლემ, რამაც გადამაწყვეტინა თბილისის კლინიკიდან წამოვსულიყავი და ჩემს სოფელში დავბრუნებულიყავი. აქამდე აქაურებს ახალციხეში უწევდათ წასვლა სტომატოლოგთან. ჩვენი შვილიც ამ პროფილით იღებს განათლებას, ვინაიდან დიდი მოთხოვნის გამო გადავწყვიტეთ ადგილობრივებს კბილის პროთეზირების მომსახურებაც შევთავაზოთ“, - ამბობს სტომატოლოგიური ცენტრის მეპატრონე ლამზირა მიქავა.

წნისის ახლად გახსნილი სასურსათე მაღაზიის მეპატრონე ახალგაზრდა წყვილს გადაწყვეტილი აქვს საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი ხილი და ბოსტნეული დააფასოოს და მომხმარებელს შეთავაზოს. “გამიმართლა რომ გახსნისთანავე მომეცა საშუალება პირადად გავსაუბრებოდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს და გამეზიარებინა ჩემი ხედვა რეგიონში არსებული პრობლემატიკის და ბიზნესის ხელშეწყობის თაობაზე. მაღაზია ტურისტულად სტრატეგიულ, ვარძიისკენ მიმავალ მარშრუტზე მდებარეობს  და როგორც ქალბატონმა ქეთიმ აღნიშნა, ცხელი ყავა და წასახემსი სეზონზე კარგად იმუშავებს. აუცილებლად დავფიქრდები ამ იდეის განხორციელების გზებზე“ - ამბობს მაღაზიის მეპატრონე უჩა გოგოლაძე.

”მცირე ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხერხემლად უნდა იქცეს. ეს არის დასაქმების, შემოსავლების ზრდის და რეგიონში ახალგაზრდა, შრომისუნარიანი რესურსის შენარჩუნების ერთადერთი გზა. სამაგალითოა კომპანია BP-ს მიერ აღებული კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა რომლის ფარგლებშიც იგი ხელს უწყობს მდგრადი და თვით-განვითარებაზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესის შექმნას რეგიონში“ - განმარტავს ქეთი ბოჭორიშვილი.

მინისტრის მოადგილე მატყლის საწარმოში, სოფელი კლდე

BP-ს ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI) მრჩევლის, ეთერ კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2013 წელს, BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული CDI პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში თანამონაწილეობრივი გრანტი 1200 აშშ დოლარის ოდენობით მიიღო 32-მა მიკრო-მეწარმემ, რის შედეგადაც შექმნილია 18 მცირე ბიზნესი, სადაც თავად გრანტის მიმღებთა გარდა დასაქმებულია 33 ადამიანი. პროგრამის ფარგლებში მაისის თვეში კიდევ 28 მიკრო-მეწარმე დაფინანსდება.

მინისტრის მოადგილე და გოგოლაძეების ოჯახი, წნისი

„მცირე ბიზნესის დაფინანსების მისაღებად მეწარმეთათვის დიდ სირთულეს წარმოადგენს სწორი ფინანსური გათვლა და ბიზნეს-გეგმის თუნდაც კონცეპტუალურ დონეზე შემუშავება. ამიტომ თავდაპირველად მეწარმეები საგრანტო განაცხადს მხოლოდ იდეის დონეზე ავსებენ და უკვე შემდგომ გადიან პრაქტიკულ ტრენინგებს რომ საგრანტო კონკურსში სრული, დასაბუთებული და ფინანსურად გათვლილი ბიზნეს-გეგმა წარმოადგინონ. განხორციელების ეტაპზე და ფინანსურ საკითხებში კონსულტაციას სპეციალურად პროგრამის ფარგლებში შექმნილი საბუღალტრო ჯგუფები უზრუნველყოფენ“, აცხადებს BP-ს სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერის რუსუდან მეძმარიაშვილი.

ვიზიტის დასასრულს დელეგაციამ სოფელ კლდის მატყლის გადამამუშვებელი საწარმო მოინახულა, რომელიც ორი ქალბატონის ინიციატივით შეიქმნა და დღეს კიდევ სამ ქალბატონს ასაქმებს. „ვაკვირდებოდი როგორ იყრებოდა გაზაფხულზე ცხვრის ნაპარსი მატყლი ჩვენს სოფელში და გადავწყვიტე ეს ნედლეული გასაყიდ პროდუქციად გადამექცია“- ყვება გრანტის მიმღები თამრიკო წიქარიშვილი და დასძენს რომ შეკვეთების დიდი რაოდენობის გამო ახლა სხვა სოფლებშიც უწევს მატყლის შეგროვება.

რუსუდან მეძმარიაშვილი და მინისტრის მოადგილე კლდის მატყლის გადამამუშავებელი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული საინკუბაციო კვერცხის მცირე საწარმოში

ბიზნეს იდეების მიღება დაიწყო 2018 წლის 20 აგვისტოს და დასრულდა 2 სექტემბრს. 

სულ შემოსულივიდა 2642 ბიზნეს იდეა, რომელთაგანაც 507 (316 სამცხე-ჯავახეთის და 191 ბენეფიციარი ქვემო ქართლის რეგიონიდან) შეირჩა და გადავიდა შემდეგ - ზოგადი მეწარმეობის ტრეინინგის ეტაპზე. ტრეინინგი მიმდინარეობს 25 სექტემბრიდან - 1 ოქტომბრამდე. 

ბიზნეს იდეების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 5 ოქტომბერი.  

bottom of page