საკონკურსო გრანტების პროგრამა აგრო-ბიზნესით დაინტერესებული მეწარმეებისათვის

 

“რეგიონული განვითარების ასოციაცია”-მ მოიპოვა შესაძლებლობა "ადგილობრივი მოსახლეობის  განვითარების ინიციატივის" (CDI) მეხუთე ფაზის განსახორციელებლად, რათა განაგრძოს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის და მისი გაფართოების პროექტის გასწვრივ მდებარე, სამცხე–ჯავახეთის 33 სოფელში თემების მდგრადი სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პროცესი.

 

პროექტი (CDI-5) დაფინანსებულია “BP”–ს და მისი პარტნიორების მიერ. პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს აგრო-ბიზნეს საქმიანობის განვითარების სტიმულირება და მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, “RDA” აცხადებს კონკურსს ბიზნეს გრანტების  მიღების თაობაზე.

საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ბიზნესი უნდა განხორციელდეს მხოლოდ “CDI” პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ მიზნობრივ თემებში.

 

განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ ბიზნეს პროექტებს, რომელთა ავტორებსაც ექნებათ პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაში სათანადო გამოცდილება და რომლებიც წარმოაჩენენ წარმატებული განვითარებისა და ზრდის შესამჩნევ პოტენციალს.

 

აგრო-მწარმოებელი სადემონსტრაციო პროექტის განაცხადები შემოტანილ უნდა იქნას “რეგიონალური განვითარების ასოციაციის” ოფისში: ახალციხე, წმინდა დავით და კონსტანტინეს 21ა ტელ: 22-00-92, 599 142 631, 599 584 052.

 

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა  25 აგვისტო, 2015.
 

კონკურსის წესები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამავე მისამართზე, ან ორგანიზაციის ვებ გვერდზე  www.rda.org.ge.  

        

 ეს დოკუმენტი მომზადდა  ВР –ის გრანტის დახმარებით, მასში ასახული შეხედულებები და მოსაზრებები წარმოადგენს RDA–ს საკუთრებას და არ ასახავს  ВР –ის ოფიციალურ ხედვას. 

Regional Development Association (RDA)
All Rights Reserved 2012
www.RDA.org.ge   
info@RDA.org.ge