top of page

ევროპის სამეზობლო პროგრამა  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის      (ENPARD)

პროექტი „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“

 

ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA),

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)

 

მცირე ბიზნესით დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფების  / სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საგრანტო კონკურსი  საუკეთესო ბიზნეს-იდეის გამოვლენისათვის

 

 

ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), საუკეთესო ბიზნეს იდეის გამოვლენის მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსის მე-5 ფაზას  მცირე ფერმერთა ჯგუფებისთვის ან რეგისტრირებული  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში: სენაკი, ხობი, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ცაგერი, მარტვილი და ლენტეხი.  პირველ ეტაპზე შერჩეული ფერმერთა  ჯგუფები/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ტრეინინგს გაივლიან ბიზნესის დაგეგმვის და მართვის საკითხებში,  რაც მათ დაეხმარება  ბიზნეს გეგმის განაცხადის საბოლოო ვერსიის სწორად ჩამოყალიბებაში, პროგრამის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებაში.

კონკურსი წარმოადგენს „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ პროექტის ნაწილს, რომელიც ხორციელდება „ევროპის სამეზობლო პროგრამა  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის“ (ENPARD-საქართველო) ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი მიზნად ისახავს ფერმერული მეურნეობების წარმოების ეფექტურობის ამაღლებას და ფერმერთა შემოსავლების ზრდას.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ ფერმერთა ჯგუფებს და კოოპერატივებს შეუძლიათ დაეწრონ საინფორმაციო სახის შეხვედრებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში ქვემოთ მოცემული განრიგის  მიხედვით.

 

 

ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა და განმცხადებლის სახელმძღვანელო  ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე: www.rda.org.ge; www.care.org.ge ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებთან არსებულ რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში და პროექტის ოფისში ქ. სამტრედიაში (მის: კაკაბაძის 8, ტელ: +995 032 2236020) და გურიის რეგიონულ ოფისში (მის:  ქ. ოზურგეთი,  გურიის ქ. #5).

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 16 ნოემბერი 18:00 სთ.

 

მეტი ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ: 

 

 

                    სახელმძღვანელო ბიზნეს-იდეის განაცხადის მომზადების შესახებ  >>

 

 

 

                  ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა  >>

bottom of page