ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), ENPARD-ის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსის მესამე საფინალო ფაზას ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის.
სახელმძღვანელო ბიზნეს-იდეის განაცხადის მომზადების შესახებ
ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD)
პროექტი „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“
ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA),
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)
მცირე ბიზნესით დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფების / სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საგრანტო კონკურსი საუკეთესო ბიზნეს-იდეის გამოვლენისათვის
ინფორმაცია პროექტის და საგრანტო კონკურსის შესახებ
ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონალური განვითარების ასოციაცია (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ერთობლივად ახორცილებენ ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში: ხობი, სენაკი, აბაშა, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ცაგერი, ლენტეხი.
პროექტის მიზანია ფერმერული მეურნეობების წარმოების ეფექტურობის ამაღლება და მათი შემოსავლების გაზრდა ბიზნესზე ორიენტირებული მდგრადი ფერმერული ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წახალისებისა და მხარდაჭერის გზით.
კერძოდ, დაგეგმილია:
-
ბიზნესზე ორიენტირებული ქმედითი და მდგრადი ფერმერთა ჯგუფების (კოოპერატივების ან შესაბამისი) შერჩევა-ხელშეწყობა წარმოების ეფექტურობის ამაღლებისა და ფერმერთა შემოსავლების გაზრდის მიზნით;
-
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) გაძლიერება, რათა დაიცვას წევრი კოოპერატივების, ფერმერული ჯგუფებისა და მცირე ფერმერების ინტერესები და უფლებები;
-
მცირე ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობა და ადვოკატირების გზით ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესება;
-
კაპიტალურ რესურსებზე, საბაზრო ინფორმაციაზე, ბიზნეს შესაძლებლობებსა და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
საუკეთესო ბიზნეს-იდეის გამოვლენის მიზნით, ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), ENPARD-ის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში აცხადებს საგრანტო კონკურსის მესამე საფინალო ფაზას ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის.
ENPARD- საქართველოს პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ფარგლებში, საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნეს-იდეის მქონე ფერმერთა ჯგუფები / სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. მომდევნო ეტაპზე, ბიზნეს-გეგმის განაცხადის მომზადების მიზნით, გამარჯვებული ჯგუფები მონაწილეობას მიიღებენ CARE-ს მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ორგანიზაციული განვითარება და ბიზნესის დაგეგმარება. ამასთან, მათ გაეწევათ ტექნიკური კონსულტაციები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ.
პროექტის განხორციელების პერიოდში, 4 წლის განმავლობაში შეირჩევა დაახლოებით 40 საუკეთესო ბიზნეს-გეგმის მქონე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე, ბიზნეს-გეგმის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყოფა დაბრუნებადი გრანტი 5,000-40,000 ევროს ფარგლებში (საშუალოდ, 30 000 ევროს ფარგლებში, თითოეულ შერჩეულ ჯგუფზე).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების, კერძოდ, სენაკის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ცაგერისა და ლენტეხის:
-
კოოპერატივებს;
-
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს;
-
არაფორმალურ ფერმერთა ჯგუფებს, რომელთა წევრებს აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება;
-
საგრანტო კონკურსის ეტაპები
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ:
ბიზნეს იდეის სახელმძღვანელო >>
ბიზნეს იდეის განაცხადის ფორმა >>
ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა და განმცხადებლის სახელმძღვანელო ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე: www.enpard.ge; www.care.org.ge ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებთან არსებულ რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში და პროექტის ოფისში ქ. სამტრედიაში (მის: კაკაბაძის 8, ტელ: +995 032 2236020) და გურიის რეგიონულ ოფისში (მის: ქ. ოზურგეთი, გურიის ქ. #5).





