ჯუმბერ ლეჟავა - მოგზაურობის მეფე
ჯუმბერ ლეჟვა - დაბადებული თბილისში 1939 წელს, არის ავტორი 26 სამეცნიერო ნაშრომისა. ბავშვობიდან მონაწილეობას იღებდა მრავალ კონკურსში, დადიოდა სპორტის არაერთ სახეობაზე: ფეხბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბოდიბილდინგი და ჭიდაობა. სწავლის პერიოდში მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ზოგჯერ ფეხით, ცხენით, ველოსიპედით. დაიპყრო საქართველოს რამდენიმე მწვერვალი.
1993-2002წწ.-ში ჯუმბერ ლეჟავამ დაუჯერებელი მოგზაურობა მოაწყო. ის ველოსიპედით, სრულიად მარტო ეწვია 230-ზე მეტ ქვეყნასა და დამოუკიდებელ ტერიტორიას მსოფლიოში. 3333 დღის განმავლობაში მან გაიარა 260 000 კილომეტრი და სხვადასხვა სატრანსპორტით დაფარა 300 000 კილომეტრზე მეტი.

ჯუმბერ ლეჟავას ასეთი გატაცება ველოსიპედით მოგზაურობისა დაეწყო მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. 1986 წლის 6 იანვარს ერთ-ერთი ჩვეულებრივი ვარჯიშის შემდეგ ის აღმოჩნდა საავადმყოფოში ნაწლავის განგრენისა და ტრომბოზის დიაგნოზით. სასწაულებრივად სიკვდილს გადარჩენილ ჯუმბერ ლეჟავას მშვენიერი იდეა მოუვიდა თავში - იმოგზაუროს მთელ მსოფლიოში ველოსიპედით.
მოგზაურობისას ლეჟავა ხვდებოდა ჩვეულებრივ ადამიანებს. არ იქნება გაზვიადებული თუ ვიტყვით, რომ ის უნიკალური პიროვნებაა, რომელმაც დაინახა, მსოფლიოს მთელი თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით. ის მსოფლიოს მოგზაური და ჩვენი პლანეტის ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც დაამყარა მსოფლიოსა და გინესის რეკორდები.
ჯუმბერ ლეჟავამ მიიღო რამდენიმე წოდება მსოლიოს სხვადასხვა ერებისგან მოგზაურობის დროს, საფრანგეთში მას უწოდეს "მოგზაურობის მეფე", გერმანიაში, ფიზიკური მსგავსებისა და ძლიერი ხასიათის გამო - "მოგზაური პიკასო", საბოლოოდ, იუნესკომ დააჯილდოვა ის საპატიო ხარისხით - „მსოფლიო სპორტსმენი და მოქალაქე“. საქართველომ მიანიჭა მას „მოგზაური დიპლომატი“-ს სტატუსი. 2003 წელს კი გადაეცა საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო - ვახტანგ გორგასლის ხარისხის ორდენი.
50 წლის ასაკში ჯუმბერ ლეჟავამ დაამყარა პირველი მსოფლიო რეკორდი - 4447 მკლავზე აზიდვა ერთ საათში და მოხვდა გინესის წიგნი. ამის შემდეგ, მისი სახელი გინესის წიგნში კიდევ 11 ჯერ დაფიქსირდა. მაგალითად, დღის განმავლობაში ყოველ საათში ხუთ წუთიანი შესვენებებით ბატონმა ჯუმბერმა გააკეთა 44.141 აზიდვა, ხოლო ასდღიანი მარათონის განმავლობაში ყოველდღიურად აზიდვები 7 საათის განმავლობაში - 1720000! . ეს არის მისი არსებობის არსი, და მას ვერაფერი აჩერებს. ბატონი ჯუმბერის მიზანი არასდროს ყოფილა დიდება, ის არის უბრალოდ კომუნიკაბელური პიროვნება, რომელსაც უყვარს ხალხთან ურთიერთობა და სურს რომ გააოცოს მსოფლიო.
ჯუმბერ ლეჟავა გვიმხელს 7 ძირითად საიდუმლოს, რომელიც დაეხმარება ოცნებების ასრულებაში, ესენია: ენთუზიაზმი, რწმენა, სტრატეგია, სულისკვეთება, კავშირები, ენერგიულობა და ურთიერთობების დამყარების ხელოვნება.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია შედგენილია შემდეგი წყაროებიდან:
http://www.healthylife.org.ge/home.php

