მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა
2015 წლის აგვისტოს თვეში დასრულდა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამცხე ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში მიმდინარე პროექტის ბიზნეს იდეების შერჩევის და ტრენინგების ეტაპი.
პროექტის ფარგლებში სულ დარეგისტრირდა 2712 მეწარმის 1695 ბიზნეს იდეა. მომდევნო, ტრენინგების, ეტაპზე დასწრების უფლება მოიპოვა 485 ბიზნეს იდეის 712-მა ავტორმა. მომდევნო ეტაპზე გადასულ განმცხადებლებს ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგები ბიზნეს გეგმის შედგენაში.
მომდევნო ეტაპის შესაბამისად, 2015 წლის 17 აგვისტოდან დაიწყება ბიზნეს გეგმების კონკურსი თანადაფინანსების მოსაპოვებლად. ბიზნეს გეგმის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 2015 წლის 6 სექტემბერი, 23:59 საათი. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს, მეორე ეტაპზე გადასულ 712-ვე განმცხადებელს.
ბიზნეს გეგმის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, სპეციალურ პროგრამაში, რომელზეც წვდომა შესაძლებელი გახდება 17 აგვისტოს ვებგვერდზე www.qartuli.ge .
ინფორმაციის სახით, გთხოვთ იხილოთ:
(1) ბიზნეს გეგმის განაცხადის ნიმუში;
მადლობას ვუხდით თითოეულ განმცხადებელს პროგრამაში მონაწილეობისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ცხელ ხაზს
032 2 05 19 92
გისურვებთ წარმატებებს!
