top of page
ახალი ამბები

RDA-მ და საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს
პრესრელიზი, 22 ოქტომბერი, 2012
2012 წლის სექტემბერში, რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) და საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც RDA-მ ჩაატაარა შეფასების კვლევა საქართველოს 10 რეგიონის, 64 მუნიციპალიტეტის 3600 სოფელში და შექმნა მონაცემთა ბაზა ე.წ. "სოფლის პირადობის მოწმობები ".
მოძიებული ინფორმაცია გვთავაზობს დეტალურ პროგნოზს განაკვეთის კლებისა და ბუნებრივი კატასტროფების სიმძიმისა საქართველოს ყველა ნაწილიში. მონაცემთა დამუშავდების მიზანია შეადგინოს ქვეყნის განახლებური კლიმატური რუკა.
მონაცემთა ბაზა ასევე მოიცავს ინფორმაციას კომლების რაოდენობზე, აგეგმვას მიწის ტიპისა და ფართობის მიხედვით, ასევე გაშენებულ ფართობს კულტურების ტიპების მიხედვით (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და სხვა), ფერმერების რაოდენობას ძირითად ფერმერთა კავშირებში, და სხვა ღირებულ მონაცემებს. კვლევის შეფასება გაანალიზდება და გამოიყენება საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის განვითარებისა და ექსპორტის მიზნით.
მონაცემთა ბაზა შედგენილია ადგილობრივ ადმინისტრაციებთან კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობით.
bottom of page