ბიზნეს იდეების კონკურსი
მიკრო და მცირე ბიზნესის წამოსაწყებად
სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში
2015 წლის 15 მარტს სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბიზნეს იდეების კონკურსი დაიწყო და განაცხადების მიღება 18 მაისამდე გაგრძელდება.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქარველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას - მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით. პროგრამას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო კონრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სააგენტოს კონტრაქტორია ააიპ რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA).
კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ბიზნეს იდეები. საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალური ტრენინგი, შეადგინონ პროფესიონალური ბიზნეს გეგმა და კონკურსის წესით მოიპოვონ თანადაფინანსება (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე) მის განსახორციელებლად. თანადაფინანსების მოპოვების შემთხვევაში მეწარმეს მოეთხოვება თანადაფინანსების სულ მცირე 20% ოდენობის ფულადი თანამონაწილეობა ბიზნესში.
თანადაფინანსების მოსაპოვებლად, მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას ჯერ ბიზნეს იდეების კონკურსში, ხოლო სპეციალური ტრენინგის შემდგომ კი წარუდგენენ საკუთარ ბიზნეს გეგმებს სპეციალურ კომისიას.
ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მიკრო ან მცირე ბიზნესის წამოწყების ან განვითარების მსურველ ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს რომელიც არ არის საჯარო მოხელე და არ აქვს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. ბიზნეს გეგმების კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებენ მხოლოდ ის მეწარმეები ვისაც შემოსავლების სამსახური მიანიჭებსს მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის სტატუსს. ხოლო მეწარმეთა ჯგუფებს, კონკურსის ბოლო ეტაპზე ასევე მოეთხოვებათ გაერთიანება ამხანაგობის ფორმით.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლოსამეურნეო ასევე არასასოფლოსამეურნეო წარმოება და მომსახურება რომელიც ნებადართულია ზემოხსენებული სპეციალური შეღავათიანი დაბეგვრის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის.

პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე www.qartuli.ge
განაცხადების მიღება შეწყდა 18 მაისს. შეფასება გაგრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში.
მისამართი: ქვემო ქართლი, მარნეული, რუსთაველის ქუჩა #48;
სამცხე ჯავახეთი, ახალციხე, გვარამაძის ქუჩა #16.
პროგრამის ცხელი ხაზი: 0322-05-19-92.