top of page

BP-ის მილსადენების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობის პროექტი - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარება“ (СDI) ახალ ფაზაში შევიდა
 

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“, 12-წლიანი წარმატების შემდეგ, ახალ - მე-5 ფაზაში შევიდა. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (SCP) კომპანიებში.
 

პროექტის მე-5 ფაზის მიზანია გაამყაროს წინა 4 ფაზის განმავლობაში მიღწეული შედეგები და განაგრძოს BTC და SCP მილსადენების აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე  სამიზნე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა.
 

პროექტის მე-5 ფაზის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: მილსადენების აღმოსავლეთ ნაწილში, ქვემო ქართლში - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)  და დასავლეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთში - რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA).
 

2015 წლის ივნისიდან, რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) პროექტის მე-5 ფაზაში მილსადენების დასავლეთ ნაწილში მდებარე ბორჯომის, ახალციხის და ადიგენის   მუნიციპალიტეტების 33 თემის ხელშეწყობა წარმატებით დაიწყო.
 

პროექტის ფარგლებში იგეგმება:
 

•             სათემო კავშირების ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების  ხელშეწყობა

•             19 სასოფლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება

•             88 მცირე მეწარმის ხელშეწყობა  ახალი ბიზნესის დასაწყებად და არსებულის გასაფართოებლად

•             24 თესლის/ჩითილის/ნერგის მწარმოებელთა სადემონსტრაციო ფერმის შექმნა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარება სოფლის სხვა ფერმერებისათვის
 

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ

BTC/SCP მილსადენების გასწვრივ მდებარე ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის სოფლებში  2003 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივას (CDI).   2013 წლის ივნისიდან სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების (SCPX) პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის განხორციელება ასევე დაიწყო წალკის, გარდაბნის, ახალციხისა და ადიგენის 18 ახალ თემში.  RDA, ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივაში ჩართულია 2010 წლის მაისიდან და დღემდე წარმატებით ახორციელებს დაგეგმილ საქმიანობებს.            

bottom of page