
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა არსებული ბენეფიციარებისთვის
2018 წელს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.
იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ ბიზნესგეგმების ეტაპზე უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას. პროგრამის მოსარგებლის/მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით; დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 ლარს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ვებ გვერდზე:
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ამხანაგობებს მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ წევრთა იგივე შემადგენლობით (მათ შორის რაოდენობით), რა შემადგენლობითაც მიიღო დაფინანსება ამხანაგობამ. რეგისტრაციისთვის საკმარისია ჯგუფის ერთ-ერთი წევრის პირადობის ნომრის მითითება.

ბიზნეს გეგმის კონკურსის ს ვადები:
24 სექტემბერი, 2018 - 5 ოქტომბერი, 2018
მიკრო და მცირე მეწარმებობის ხელშეწყობის პროგრამა ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში
ბიზნეს იდეების მიღება დაიწყო 2018 წლის 20 აგვისტოს და დასრულდა 2 სექტემბრს. ჯამში შემოვიდა 2642 ბიზნეს იდეა, რომელთაგანაც 507 (316 სამცხე-ჯავახეთის და 191 ბენეფიციარი ქვემო ქართლის რეგიონიდან) შეირჩა და გადავიდა შემდეგ - ზოგადი მეწარმეობის ტრეინინგის ეტაპზე. ტრეინინგი მიმდინარეობს 25 სექტემბრიდან - 1 ოქტომბრამდე.
ბიზნეს იდეების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 5 ოქტომბერი.
ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პროექტის განმახორციელებელია რეგიონული განვითარების ასოციაცია.
ზემოთ ხსენებული რეგიონებიდან კითხვების შემთხვევაში დაგვიკვშირდით:
ტელ: +995 032 2 05 19 92
E-mail: info@rda.org.ge