top of page

ქეა საერთაშორისომ ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
 

ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), საუკეთესო ბიზნეს იდეის გამოვლენის მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსის მე-4 ფაზას  მცირე ფერმერთა ჯგუფებისთვის ან რეგისტრირებული  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში: სენაკი, ხობი, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ცაგერი, ლენტეხი.  პირველ ეტაპზე შერჩეული ფერმერთა  ჯგუფები/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ტრეინინგს გაივლიან ბიზნესის დაგეგმვის და მართვის საკითხებში,  რაც მათ დაეხმარება  ბიზნეს გეგმის განაცხადის საბოლოო ვერსიის სწორად ჩამოყალიბებასა პროგრამის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებაში.

 

კონკურსი წარმოადგენს „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ პროექტის ნაწილს, რომელიც ხორციელდება „ევროპის სამეზობლო პროგრამა  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის“ (ENPARD-საქართველო) ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი მიზნად ისახავს ფერმერული მეურნეობების წარმოების ეფექტურობის ამაღლებას და ფერმერთა შემოსავლების ზრდას.

 

 

გთავაზობთ ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმას და  სახელმძღვანელოს ბიზნეს-იდეის განაცხადის მომზადების შესახებ >>

bottom of page