ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა
მეხუთე ფაზა
პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიებში (BTC/SCP/SCPX). პროექტს ახორციელებს „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA)
პროექტის მიზანია BP-ს მილსადენების, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის და მისი გაფართოების პროექტის გასწვრივ მცხოვრებ თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ დაეხმარება BP-სა და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების გაღრმავებას.
პროექტის ფარგლებში „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ აცხადებს კონკურსს შემდეგი მიმართულებებით:
-
სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების ხელშეწყობა;
-
მცირე ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა;
-
“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის”, მეოთხე ფაზის (CDI4) ფარგლებში დაფინანსებული მოქმედი ბიზნესის გაფართოვების ხელშეწყობა;
-
ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერების განვითარების ხელშეწყობა, მწარმოებელი/სადემონსტრაციო ნაკვეთების ჩამოყალიბების გზით;
ზემოაღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის წესებს, შეავსოთ შესაბამისი განაცხადი და წარმოადგინოთ 2015 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე:
ახალციხე, წმინდა დავით და კონსტანტინეს ქუჩა #21ა ტელ: 220 092
ან დაგვიკავშირდეთ :
ზურა იოანიძე (თემის განვითარების ოფიცერი) ტელ: 599 142 602
მიკირტიჩ მოვსესიანი (აგრო-ბიზნესის განვითარების ოფიცერი) ტელ: 599 142 631
ზაურ ბათმანაშვილი (აგრო-ბიზნესის განვითარების ოფიცერი)ტელ: 599 584 052
ვალერი გელაშვილი (მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცერი)ტელ: 599 402 612
გია ჯანაშვილი (მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცერი)ტელ: 599 959 174