RDA მოიცავს CDI4 დასავლეთის მილსადენის გასწვრივ მდებარე ახალციხის, ბორჯომისა და ადიგენის რაიონების 28 სოფელს
ახალციხის რაიონის 18 სოფელი: აგარა, აწყური, ივლიტა, კლდე, მინაძე, ნაოხრები, საყუნეთი, სხვილისი, თისელი, ტყემლანა, წინუბანი, წირა, წყალთბილა, წყრუთი, წნისი, ვალე, ზემო სხვილისი, ზიკილია.
ბორჯომის რაიონის 8 სოფელი: ანდეზიტი, დგვარი, მოლითი, საკირე, ტაბაწყური, ტაძრისი, ციხისჯვარი, თორი.
ადიგენის რაიონის 2 სოფელი: არალი, ვარხანი
ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა 4, დასავლეთი
2012 წლის 11მაისს RDA-მ ხელი მოაწერა CDI დასავლეთის (CDI4) მეოთხე ფაზის შესრულების შეთანხმებას 2015 წლამდე. პროექტი დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ და პროექტის სოციალური და ეკონომიკური კომპონენტებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მან სარგებელი მოუტანოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის გასწვრივ მდებარე სამცხე-ჯავახეთის 28 სოფელს. CARE International on Caucasus დარჩა RDA-ს განმახორციელებელ პარტნიორად, რომელიც გაუწევს კონსულტაციას პროცესის მსვლელობისას.

*** ზემოთ ნაჩვენები სქემა გვიჩვენებს CDI4-ის საქმიანობის სტრუქტურას . იასამნისფრად მონიშნული კვადრატები წარმოადგენს ახალ საქმიანობებს, რომლებიც არ განხორციელებულა CDI-ის წინა ფაზებში.
საქმიანობათა ნუსხა:
სოციალური განვითარების კომპონენტი
-
გრანტები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის სათემო ორგანიზაციებს (CBO)
-
გრანტები სათემო ორგანიზაციებს სოციალური საწარმოების დაარსებისთვის (ფასიანი მომსახურების გასაწევად და სოციალური პროექტების განსახორციელებლად) სათემო სარგებელის მისაღებად
-
გრანტები ფერმერთა ჯგუფებს სასოფლო კოოპერატივის განვითარებისთვის
-
სათემო ორგანიზაციების პოტენციალის ზრდა უნარების შეფასებისა და ფანდრაიზინგსა და პროექტის მართვაში ტრენინგების ჩატარების მეშვეობით
ეკონომიკური განვითარების კომპონენტი
• პოტენციურ მეწარმეთა დატრენინგება ბიზნეს გეგმის შედგენასა და ბურალტრულ აღრიცხვაში, შემდგომი კონსულტაციებით
• სუბსიდირებული მიკრო სესხები ფერმერებს, რომელსაც ახორციელებს მესამე პირის ფინანსური ინსტიტუტი
• გრანტები ფინანსური და იურიდიული სამსახურის ჯგუფების დაარსებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ტრენინგების მეშვეობით
• წარმოების ხარჯები და გადავადებები ფერმერთა ჯგუფებისთვის სადემონსტრაციო ფერმების მოსაწყობად.
• კავშირებს ფერმერებსა და მცირე ბიზნესს საცალო ვაჭრობის ობიექტებთან.
Regional Development Association (RDA)
All Rights Reserved 2012
www.RDA.org.ge info@RDA.org.ge