ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა
 ფაზა 5 (CDI 5), დასავლეთი

პროექტი ხორციელდება ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების  33 სოფელში, რომლებიც მდებარეობენ BTC/SCP/SCPX არეალში:

ახალციხის რაიონის 21 სოფელი: თისელი, ტყემლანა, აწყური, აგარა, ზიკილია, საყუნეთი, წინუბანი, წნისი, კლდე, მინაძე, ივლიტა, წირა, წყრუთი, სხვილისი, ზემო სხვილისი, წყალთბილა, ნაოხრები, წინუბანი, აბათხევი, ჯულღა, ვარხანი.

ადიგენის რაიონის 4 სოფელი: ვალე, არალი, უდე, წარბასთუმანი

2015 წლის ივნისიდან, რეგიონული განვითრების ასოციაციამ (RDA) მოიპოვა უფლება გაეგრძელებინა პროექტის  “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მე-5 ფაზის (CDI5) განხორციელება სამცხე ჯავახეთში. პროექტის დასრულების თარიღია 2018 წლის ივნისი.
 

CDI5 ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP) კომპანიებში. პროექტის მიზანია გაამყაროს წინა 4 ფაზის განმავლობაში მიღწეული შედეგები და განაგრძოს BP-ს მილსადენების: ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის,  სამხრეთ კავკასიის გაზსადენის და მისი გაფართოების პროექტის  (BTC/SCP/SCPX) გასწვრივ მცხოვრები თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ დაეხმარება BP-სა და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
 

CDI5 ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას თანამონაწილეობრივი დაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების გზით. ფინანსდება შემდეგი მიმართულებები:
 

  • სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;

  • მცირე ბიზნესის წამოწყება;

  • პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“, მე-4  ფაზის (CDI 4) ფარგლებში დაფინანსებული  მცირე ბიზნესების გაფართოება;

  • სათესლე მასალის მწარმოებელი სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა;

 

პირობები:
 

  • სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია: სოფლის მოსახლეობის დაფინანსება 20,000 ლარამდე თანხით, პრიორიტეტული მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის. რეაბილიტაცია ხორციელდება შესაბამისი სოფლის სათემო ორგანიზაციების (რომელთა ჩამოყალიბებასა და განვითარებას პროგრამა უწყობს ხელს) მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ თემის თანამონაწილეობას 30%-ის ოდენობით (თანხობრივად და შრომით) და ახორციელებენ დაფინანსებული პროექტების მართვას.  გათვალისწინებულია ტრენინგები და კონსულტაციები სათემო ორგანიზაციების სიმძლავრეების გასაუმჯობესებლად.

 

  • მცირე ბიზნესის წამოწყება:  შემოსავლის ზრდაზე ორიენტირებული მეწარმეების დაფინანსება ახალი ბიზნესის წამოსაწყებად, კონკურსის წესით - 2,600 ლარამდე თანხით, რომლისთვისაც მოითხოვება მეწარმის 30%-იანი თანამონაწილეობა (თანამონაწილეობა შესაძლებელია მატერიალური და არამატერიალური რესურსით). გათვალისწინებულია უფასო ტრენინგები და კონსულტაციები მეწარმის უნარების გასაუმჯობესებლად.    

 

  • მცირე ბიზნესის გაფართოება: პროექტის წინა ფაზაში დაფინანსებული წარმატებული მეწარმეების დაფინანსება არსებული ბიზნესის გასაფართოებლად, კონკურსის წესით - 2,600 ლარამდე თანხით, რომლისთვისაც მოითხოვება მეწარმის 40%-იანი თანამონაწილეობა (თანამონაწილეობა შესაძლებელია მატერიალური და არამატერიალური რესურსით). გათვალისწინებულია უფასო ტრენინგები და კონსულტაციები მეწარმის უნარების გასაუმჯობესებლად.    
     

  • სათესლე მასალის მწარმოებელი სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა:  ფერმერთა ჯგუფების დაფინანსება 5,000 ლარამდე თანხით, სათესლე მასალის (თესლი, ჩითილი, ნერგი) თანამედროვე ტექნოლოგიებით საწარმოებლად და სხვა ფერმერებისთვის ხარისხიანი ნედლეულის მიწოდების და ცოდნის გაზიარების მიზნით. ხელშეწყობა გულისხმობს დაფინანსებას კონკურსის წესით, რომლისთვისაც მოითხოვება ჯგუფის 30%-იანი თანამონაწილეობა (თანამონაწილეობა შესაძლებელია მატერიალური და არამატერიალური რესურსით). გათვალისწინებულია ტრენინგები და რეგიონული განვითარების ასოციაციის გამოცდილი აგრონომების უფასო კონსულტაციები.

 


 

ბორჯომის რაიონის 8 სოფელი: ტაბაწყური, მოლითი, ციხიჯვარი, ანდეზიტი, თორი, საკირე, ტაძრისი, დგვარი.

Regional Development Association (RDA)
All Rights Reserved 2012
www.RDA.org.ge   
info@RDA.org.ge