
ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა
მეექვსე ფაზა
CDI 6
პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიებში (BTC/SCP), ასევე დაგეგმილი საქმიანობების ნაწილს აფინანსებს USAID-ის მიერ დაფინანსებული და Chemonics International-ის მიერ განხორციელებული პროექტი “ზრდა”.
პროექტს ახორციელებს „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA).
პროექტის მიზანია BP-ს მილსადენების, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გასწვრივ მდებარე 60 სოფელში (სამცხე–ჯავახეთი 33; წალკის მუნიციპალიტეტი 27) თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ დაეხმარება BP-ს, USAID-ის პროექტს „ზრდა“ და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების გაღრმავებას.
პროექტის ფარგლებში „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ აცხადებს კონკურსს შემდეგი მიმართულებებით:
-
სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების ხელშეწყობა;
-
მცირე ბიზნესის დაწყების ან გაფართოების ხელშეწყობა;
-
აგრონომიული ცოდნის გავრცელების წყაროს ჩამოყალიბება სათემო კავშირების ბაზაზე.
ზემოაღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის წესებს, შეავსოთ შესაბამისი განაცხადი და წარმოადგინოთ 2018 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით მისამართებზე:
ახალციხე, წმინდა დავით და კონსტანტინეს ქუჩა #21ა
წალკა, რუსთაველი ქუჩა #75
ან დაგვიკავშირდით
ახალციხის ოფისში:
ზურა იოანიძე (თემის განვითარების ოფიცერი) ტელ: 599 142 602
ვალერი გელაშვილი (მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცერი)ტელ: 599 402 612
გია ჯანაშვილი (მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცერი) ტელ: 599 959 174
წალკის ოფისში:
მურთაზ წულუკიძე (თემის განვითარების ოფიცერი) ტელ: 599 530 826
გუჯა ბოლქვაძე (მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცერი) ტელ: 599 759 944
გთხოვთ, კონკურსის წესების და განაცხადის ფორმის გასაცნობად მიმართოთ ადგილობრივ სათემო კავშირებს ან/და ასოციაციის ოფისს ან ჩამოტვირთოთ ვებ გვერდზე განთავსებული აპლიკაცია.

