ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა
მეექვსე ფაზა
CDI6
საკონკურსო გრანტების პროგრამა
მცირე ბიზნესის დაწყება ან/და გაფართოებით დაინტერესებული მეწარმეებისათვის
პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიებში (BTC/SCP), ასევე დაგეგმილი საქმიანობების ნაწილს აფინანსებს USAID-ის მიერ დაფინანსებული და Chemonics International-ის მიერ განხორციელებული პროექტი “ზრდა”.
განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@rda.org.ge (ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას აუცილებელია დანიშნულების გრაფაში მიუთითოთ CDI 6)
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 აპრილი 18:00 სთ. მითითებული ვადის შემდეგ განაცხადები არ მიიღება. კონკურსის წესები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებ გვერდზე www.rda.org.ge.
⭕️ გთხოვთ, შესაძენი მასალების/ინვენტარის ფასები და სხვა საჭირო ინფორმაცია მოიძიეთ დისტანციურად #დარჩისახლში
პროგრამას ახორციელებს „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA).
პროგრამის მიზანია BP-ს მილსადენების, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გასწვრივ მდებარე 60 სოფელში (სამცხე–ჯავახეთი 33; წალკის მუნიციპალიტეტი 27) თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ დაეხმარება BP-ს, USAID-ის პროექტს „ზრდა“ და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების გაღრმავებას.
პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს მცირე ბიზნესის წამოწყების ან/და გაფართოების სტიმულირება და მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, RDA აცხადებს კონკურსს ბიზნეს გრანტების გაცემის თაობაზე.
საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ბიზნესი უნდა განხორციელდეს მხოლოდ CDI პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სამიზნე თემებში.
განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ ბიზნეს პროექტებს, რომელთა ავტორებსაც ექნებათ პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის სათანადო გამოცდილება და რომლებიც წარმოაჩენენ წარმატებული განვითარებისა და ზრდის შესამჩნევ პოტენციალს. ასევე, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ ბიზნესებს, რომელთა პირველი მოგება მოსალოდნელია 2020 წლის ბოლომდე. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია 35 წლამდე ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების ჩართულობა.