top of page

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესგეგმების რეგისტრაცია დაიწყო

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველ ეტაპზე, კერძოდ, ბიზნესიდეების რეგისტრაციის პერიოდში, რომელიც გამოცხადებული იყო 2017 წლის 15 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, ჯამში 20 000-ზე მეტი ონლაინ განაცხადი შემოვიდა.

ბიზნესიდეების რეგისტრაციის დასრულებისთანავე, მიმდინარეობდა შემოსული განაცხადების გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ, რომლის შედეგებიც თავად კონტრაქტორმა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეატყობინეს განმცხადებლებს. აღნიშნული ეტაპის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო ბიზნესიდეების 5 000-მდე ავტორს ჩაუტარდათ ტრეინინგი ზოგადი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავდა ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც.

ამჟამად კი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ბიზნესგეგმის რეგისტრაცია, საიტზე www.qartuli.ge, რომელიც 2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დაემატა, რომელიც გამიზნულია, როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისათვის, ასევე, არსებული ბიზნესის გაფართოება/გადაიარაღებისთვის. 2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 4 909 ბენეფიციარი და 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 29 155 007 ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების სახით გაცემულია  22 942 704 ლარი.

განმცხადებლების საყურადღებოდ:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონის შესაბამის კონტრაქტორ ორგანიზაციას.

აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი

  • ქ. ბათუმი, ა. მელაშვილის ქ. #2 
    ქ. ზუგდიდი, ლაზის ქ. #14 
    ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #114 
    16100 (ცხელი ხაზი) 
    შპს. ჯი-ემ-სი-ჯი - INNOVA​
     

კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი

  • ქ. თელავი, ი ჭავჭავაძის ქ. #87
    ქ. გორი, სამეფოს ქ. #27 
    ქ. დუშეთი, კოსტავას #3 
    236-98-66 
    222-45-32 
    შპს. თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი​
     

სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი

  • ქ. ახალციხე, გვარამაძის ქ. #16 
    ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. #48 
    +995 32 205 19 92 
    info@rda.org.ge 
    ა(ა)იპ RDA - რეგიონალური განვითარების ასოციაცია
     

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი

  • ქ. ქუთაისი, კოსტავას ქ. #9 
    ქ. ამბროლაური, თამარ მეფის #1 
    0431 25 55 74 
    SME@SCOUT.GE 
    ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობა - საქართველოს სკაუტები

bottom of page