
ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა
მეექვსე ფაზა
CDI 6
საკონკურსო გრანტების პროგრამა
მცირე ბიზნესის დაწყება ან/და გაფართოებით დაინტერესებული მეწარმეებისათვის
პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიებში (BTC/SCP). პროექტს ახორციელებს „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA).
პროგრამის მიზანია bp-ს მილსადენების, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გასწვრივ მდებარე 60 სოფელში (სამცხე–ჯავახეთი 33; წალკის მუნიციპალიტეტი 27) თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ დაეხმარება bp-ს და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების გაღრმავებას.
პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს მცირე ბიზნესის დაწყების ან/და გაფართოების განვითარების სტიმულირება და მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, RDA აცხადებს კონკურსს ბიზნეს გრანტების გაცემის თაობაზე.
საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ბიზნესი უნდა განხორციელდეს მხოლოდ CDI პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სამიზნე თემებში.
განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ ბიზნეს პროექტებს, რომელთა ავტორებსაც ექნებათ პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის სათანადო გამოცდილება და რომლებიც წარმოაჩენენ წარმატებული განვითარებისა და ზრდის შესამჩნევ პოტენციალს. ასევე, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ ბიზნესებს, რომელთა პირველი მოგება მოსალოდნელია 2021 წლის ნოემბრამდე. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია 35 წლამდე ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების ჩართულობა.
პროგრამის ფარგლებში საგრანტო შესყიდვებისა და მონაწილეობის აკრძალვები
პროგრამის ფარგლებში, გრანტის თანხით აკრძალული შესყიდვები: ნივთები ან/და პროდუქცია, რომელიც გამოყენებადია ერთ წელზე ნაკლები ვადით; ბიოლოგიური აქტივები და საშუალებები (ცხოველები, მწერები, მცენარეები,თესლები); ავტოტრანსპორტი ადამიანების გადასაყვანად; საბრუნავი საშუალებები (მაგ.: მაღაზიების სავაჭრო პროდუქცია სტომატოლოგიური კლინიკების სახარჯი მასალა); სამშენებლო მომსახურება; სასერთიფიკაციო მომსახურება (მაგ. საწარმოო სტანდარტები, განათლებისმომსახურება); ცეცხლსასროლი იარაღი, ფარმაცევტული პროდუქცია, თამბაქო, ალკოჰოლი; ფინანსური აქტივები და მათი ოპერირება (მაგ.: აქციები, ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდები, კრიპტოვალუტა და კრიპტოვალუტის მაინინგი); ვალდებულებები სახელმწიფო, კერძო ინსტიტუტების, ბანკების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ (მაგ.: ჯარიმები, საურავები, საპროცენტო განაკვეთები); საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ყველა საქონელი / მომსახურება.
პროგრამაში მონაწილეობის აკრძალვები: კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ მეუღლეებს (დასაშვებია მხოლოდ ერთ-ერთის მონაწილეობა); განმცხადებლებს ან/და მათ მეუღლეებს, რომლებსაც მიღებული აქვთ აღნიშულ პროგრამაში დაფინანსება 2019 და 2020 წელს.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ბიზნეს იდეისათვის სოფლის სათემო კავშირის მიერ გაწეული დადებითი რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და დაგეხმარებათ ბიზნეს იდეების კონკურსის ეტაპზე.
განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: info@rda.org.ge გამოგზავნისას აუცილებელია დანიშნულების გრაფაში მიუთითოთ CDI 6
-
ახალციხის ოფისი: ტელ: 599 402 612 ვალერი გელაშვილი; 599 959 174 გიორგი ჯანაშვილი
-
წალკის ოფისი: ტელ: 599 75 99 44 გუჯა ბოლქვაძე
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 23 დეკემბერი 24:00 საათი. კონკურსის წესები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებ გვერდზე www.rda.org.ge ან ორგანიზაციის ფეისბუკ გვერზე - Regional Development Association/რეგიონული განვითარების ასოციაცია
