RDA-მ დასავლეთ საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტის განხორციელება დაიწყო
RDA-ის გეოგრაფიული დაფარვის არეალი დასავლეთ საქართველოში გაფართოვდა 2014 წლის 1 იანვრიდან , მას შემდეგ რაც მას მიეცა საშუალება განახორციელოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ( ENPARD-საქართველო) ფარგლებში მცირე ფერმერების კოოპერაციის კომპონენტის განვითარების პროექტი, როგორც ნაწილი კონსორციუმისა ქეა საერთაშორისო კავკასიაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა( ISET).
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა( ENPARD საქართველო)ევროკავშირის მიერ 40 მილიონითაა დაფინანსებული. მას ხელი მოეწერა 2012 წლის დეკემბერში და მიზანდ ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობას.
ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება საქართველოში (ENPARD ) ფარგლებში, RDA-ი არის პასუხისმგებელი საველე ოპერაციების განხორციელებაზე , კოოპერატივების მდგრადი მოდელის განვითარების მიზნით შემდეგ შვიდ მუნიციპალიტეტებში: სამეგრელო ( აბაშა, სენაკი, ხობი) , გურია (ოზურგეთი , ლანჩხუთი, ჩოხატაური) და ქვემო სვანეთი ( ცაგერი) , სადაც დაწყებულია დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფებისა და კოოპერატივების მიერ ბიზნეს იდეების წარდგენა. პროექტის

ფარგლებში დაგეგმილია შერჩეული 60 ფერმერთა ჯგუფების/კოოპერატივების დაფინანსება და სასწავლო კურსების ჩატარება მათი არსებობის მანძილზე.