top of page

საქართველოში კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერებისთვის ევროკავშირი 15 მლნ. ევროს გამოყოფს

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი წინამძღვრიანთკარში ევროკავშირსა და ოთხ კონსორციუმს - Oxfam, Mercy Corp, Care, People in Need -შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.

ხობის, აბაშის, სენაკის,ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობებში პროექტს განახორციელებენ : ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET).

ცერემონია მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ელჩის მოადგილემ, ბორის იაროშევიჩმა გახსნა.

"მისასალმებელია, რომ სოფლის მეურნეობა ხელისუფლებისთვის რეალური პრიორიტეტია. სწორედ სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ევროკავშირის პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ფერმერული კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერებისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს", - აღნიშნა ბორის იაროშევიჩმა.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით კი, ENPARD-ის (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პროგრამის ფარგლებში ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რაც სოფლის მეურნეობის განვითრებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა და ქვეყანაში სურსათის წარმოების გაფართოებისა და სოფლად სიღარიბის შემცირებისკენაა მიმართული.

ENPARD-ის საგრანტო დაფინანსებას ოთხი კონსორციუმი გაანაწილებს. პროგრამის ფარგლებში საქართველოს 45 რეგიონში 160-მდე მცირე ფერმერული კოოპერატივი შეიქმნება. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ მედიატური და ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის დეგუსტაცია გაიმართა.

bottom of page