პროექტი „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“
საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი ბიზნესით დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის
განცხადება
სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD-საქართველო) პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძნებისთვის“ ფარგლებში, სენაკის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ცაგერის, ასევე, ახლადდამატებულ ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, საუკეთესო ბიზნეს-იდეის გამოვლენის მიზნით, ცხადდება საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი ბიზნესით დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის.
საგრანტო კონკურსი ჩატარდება რამდენიმე საფეხურად. კერძოდ, პირველ საფეხურზე საუკეთესო ბიზნეს-იდეის (60 პროექტის განხორციელების განმავლობაში) წარმომდგენი ფერმერთა ჯგუფის/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგ-პროგრამაში, ბიზნესის დაგეგმარების და ორგანიზაციული განვითარების საკითხებზე. ასევე, მათთვის, ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციებს მოამზადებენ სოფლის მეურნეობის ექსპერტები, რაც, მისცემთ შესაძლებლობას, შეიმუშავონ სრულყოფილი ბიზნეს-გეგმები კონკურსის მეორე საფეხურზე წარმოსადგენად.
მეორე საფეხურის განხორციელების შემდეგ, გამოვლინდება საუკეთესო ბიზნეს-გეგმები (40 პროექტის განხორციელების განავლობაში), რომლებიც მიიღებენ თანადაფინანსებას და ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერას.
საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროპული სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის პროექტის (ENPARD-საქართველო) „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძნებისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ფერმერული მეურნეობების წარმოების ეფექტურობის ამაღლება და მათი შემოსავლების გაზრდა, ბიზნესზე ორიენტირებული მდგრადი ფერმერული ჯგუფების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წახალისების და მხარდაჭერის გზით.
საინფორმაციო შეხვედრები და ღია კარის დღეები ჩატარდება ყველა მუნიციპალიტეტში.
ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმები მიიღება 2014 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (არაუგვიანეს 18:00 საათისა)
საინფორმაციო შეხვედრების განრიგის და სხვა პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მისამართზე: ქ. სამტრედია, კაკაბაძის ქუჩა №8
ტელ.: (995 32) 2236020





