ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
“რეგიონული განვითარების ასოციაცია”–მ მოიპოვა შესაძლებლობა ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის მეხუთე ფაზის განსახორციელებლად, რათა განაგრძოს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის და მისი გაფართოების პროექტის გასწვრივ მდებარე, სამცხე–ჯავახეთის 33 სოფელში თემების მდგრადი სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პროცესი.
პროექტი (CDI5) დაფინანსებულია “BP”–ს და მისი პარტნიორების მიერ. პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებით განხორციელება.
საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი უნდა განხორციელდეს მხოლოდ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ მიზნობრივ თემებში, და კონკურსში მიღების უფლება აქვთ მხოლოდ სამიზნე თემებში არსებულ სათემო კავშირებს.
სარეაბილიტაციო პროექტის განაცხადები შემოტანილ უნდა იქნას “რეგიონალური განვითარების ასოციაციის” ოფისში:
ახალციხე, წმინდა დავით და კონსტანიტინეს 21ა ტელ: 22-00-92, 599 142 602
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 აგვისტო, 2015
კონკურსის წესები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამავე მისამართზე, ან ორგანიზაციის ვებ გვერდზე www.rda.org.ge
ეს დოკუმენტი მომზადდა ВР –ის გრანტის დახმარებით, მასში ასახული შეხედულებები და მოსაზრებები წარმოადგენს RDA–ს საკუთრებას და არ ასახავს ВР –ის ოფიციალურ ხედვას.
