სიახლეები

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" - ბენეფიციარები

05/09/2019

პროგრამის "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში პირველ ეტაპზე შეიქმნა 93 მიკრო/მცირე ბიზნესი, რომელიც მოიცავს წარმოებისა და მომსახურების სხვადასხვა სფეროებს.
მეწარმეებმა მიიღეს ცოდნა ბიზნესის მართვის, შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ, რის შედეგადაც მათ გააუმჯობესეს მომსახურებისა და წარმოების ხარისხი. პროგრამა კვლავ აგრძელეს მათ ტექნიკურ მხარდაჭერას.

შექმნილმა ბიზნესებმა ხელი შეუწყო 100-მდე ადამიანის დასაქმებას და 7,000-ზე მეტი მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტისა და მომსახურების მიწოდებას.

პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიებში (BTC/SCP), ასევე დაგეგმილი საქმიანობების ნაწილს აფინანსებს USAID-ის მიერ დაფინანსებული და Chemonics International-ის მიერ განხორციელებული პროექტი “ზრდა”.

სრულად

ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი

30/06/2019

2019 წლის 28-30 ივნისს ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 150 რეწვის ოსტატმა. 30 საერთაშორისო ოსტატი მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან ჩამოვიდა.

სამი დღის განმავლობაში მსურველებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ოსტატების ნამუშევრები, დასწრებოდნენ საჯარო ლექციებსა და პრეზენტაციებს, დაეთვალიერებინათ სამუზეუმო კოლექციის ექსპონატები და ჩართულიყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებო პროგრამებში.

 

ფესტივალში მონაწილეობას იღებდა რეგიონული განვითარების ასოციაციაც ინიციატივით - „აღმოაჩინე სამცხე ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“, რომლის ფარგლებშიც ასოციაციამ ჩაატარა საჯარო ტრენინგი თემაზე - „ეთნოსუვენირები“ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინიციატივის ფარგლებში შექმნილი პუბლიკაციების სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

სასწავლო ვიზიტი კახეთში

17/06/2019

2019 წლის 15-16 ივნისს USAID პროექტის ზრდა საქართველოში ფინანსური მხარდაჭერითა და რეგიონული განვითარების ასოციაციის ორგანიზებით კახეთის რეგიონში სასწავლო ვიზიტი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალციხის, ასპინძის, ბორჯომისა და აწყურის მუნიციპალიტეტებში არსებული განთავსების საშუალებების 14-მა მოსარგებლემ.

კახეთში გამგზავრებამდე ინფოტურის მონაწილეების პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისში, სასტუმრო ალფაბეტის მფლობელთან - თინათინ გეთიაშვილთან, რომელმაც თავის გამოცდილება და რჩევები გაუზიარა სტუმრებს.

მონაწილეები ასევე შეხვდნენ სპეციალურად მათთვის მოწვეული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალით. ბენეფიციარებმა მათ მოკლედ უამბეს თავისი ობიექტების შესახებ, დაურიგეს ბროშურები და გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია.

შეხვედრა მიზნად ისახავდა  სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ობიექტებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარებას და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის დაწყებას.

✔ ზემოაღნიშნული შეხვედრებისა და დისკუსიის შემდეგ სასწავლო ვიზიტის მონაწილეები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ისინი ეწვივნენ ბაბანეურის მარანს, რომელიც ასევე პროექტ ZRDA-ს კახეთის სამიზნე თემში მდებარეობს, საოჯახო სასტუმროებს - „ბეტი“, „ევროპა“, „ძნელაძე“, მე-16 საუკუნის მარან-მუზეუმ ნუმისს. მასპინძლებმა მათ გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მისცეს რეკომენდაციები - როგორ მოვამზადოთ მარტივი საუზმე, როგორ დავხვდეთ სტუმარს, როგორ მოვაწყოთ სასტუმრო ოთახი მარტივად, როგორ დავიცვათ სისუფთავის სტანდარტი.

✔ გარდა საოჯახო სასტუმროებისა მოსარგებლეები ესტუმრნენ ლილი მურთაზაშვილის თუშური ფარდაგების სახლს, რომელიც ასევე პროექტ ZRDA-ს კახეთის სამიზნე თემში, სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ  ტრადიციული მეთოდებით ნაქსოვი უძველესი ხალიჩა-ფარდაგები და მონაწილეობა მიეღოთ მატყლის ბუნებრივი საღებავით ღებვის პროცესში.

✔ ვიზიტის შემდეგი გაჩერება გახლდათ დალი ბეუქლიშვილის სახელოსნო, სადაც სტუმრებს ჩაუტარდათ დეკუპაჟის გაკვეთილი, როგორ შეიძლება ვაქციოთ ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთი ლამაზ და ორიგინალურ ნივთად, რომელიც სასტუმროს ინტერიერს ლამაზს და დახვეწილს გახდის.

✔ პროექტის მოსარგებლეები ასევე ეწვივნენ თელავის ტურისტთა საინფორმაციო ცენტრს, სადაც თავიანთი ბროშურები დატოვეს და საკონტაქტო ინფორმაცია გაავრცელეს. ისინი ასევე ეწვივნენ საოჯახო რესტორანს „ბადია“ თელავში და „სიმონას ზაოტი“-ს გურჯაანში, სადაც მასპინძლებმა სტუმრებს ჩაუტარეს მასტერკლასი ლანჩის მომზადებასა და სასმელის შეხამებაში.

ტრენინგი - სამცხე ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი

13/06/2019

10-12 ივნისს ბორჯომში USAID-ის პროექტი ზრდა საქართველოში-ს მხარდაჭერით რეგიონულმა განვითარების ასოციაციამ (RDA) ჩაატარა ტრენინგების ციკლი - სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი. 
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა - ბიზნესის სახელის შერჩევის, ბიზნესის ბრენდირებისა და ადგილობრივი გასტრონომიული ტრადიციების მოდულიები.

● 10-11 ივნისს გამართული ტრენინგის ფარგლებში განიხილეს - ბიზნესისთვის სახელის შერჩევა, მომხმარებლებთან მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება, ბრენდირება და პოპულარიზაციისთვის საჭირო სხვა საფეხურები.

● 12 ივნისის ტრენინგის თემას წარმოადგენდა ადგილობრივი გასტრონომიული ტრადიციები, რომლის ფარგლებშიც იმსჯელეს - გასტრონომიულ ტურიზმზე, სამცხე-ჯავახეთის სუფრის ეტიკეტზე, ტრადიციული კერძებისა და სასმლის საკუთარ ბიზნესში გამოყენების გზებზე.

ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების წარმომადგენლები, რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების ოსტატები.

 

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს დამსწრე საზოგადოებას გახადოს ბიზნესი უფრო მიმზიდველი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ხელი შეუწყოს მათი ბიზნესის პოპულარიზაციასა და მომგებიანობის გაზრდას.

 

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა - „აღმოაჩინე სამცხე-
ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“ წარმოადგენს ტრენინგების ციკლს, რომლის ფარგლებშიც რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) USAID-ის პროექტის - ზრდა საქარველოში-ს მხარდაჭერით ადგილობრივ მეწარმეებს გააცნობს რეგიონის კულტურული მემკვიდრეობისა თუ ტრადიციების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობებს. ტრენინგი შედება შემდეგი მოდულებისგან - „ეთნოსუვენირების მოდული“, „ბიზნესის სახელის შერჩევის მოდული“, „ბიზნესის ბრენდირების მოდული“, „ადგილობრივი გასტრონომიული ტრადიციების მოდული“


ტრენინგი უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში საქმიანობს.

შეხვედრა - სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი

23/05/2019

2019 წლის 21 მაისს, ბორჯომში, USAID-ის პროექტი ზრდა საქართველოში-ს მხარდაჭერით რეგიონულმა განვითარების ასოციაციამ (RDA) ჩაატარა შეხვედრა, სადაც დამსწრეებს გააცნო ახალი ინიციატივა - „სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომისა და ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და რეგიონული განვითარებისს ასოციაციის ადგილობრივი თანამშრომლები, რომლებმაც განიხილეს ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგის შინაარსი და იმსჯელეს შესაფერისი აუდიტორიის მოზიდვის გზებზე.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა - „აღმოაჩინე სამცხე-
ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“ წარმოადგენს ტრენინგების ციკლს, რომლის ფარგლებშიც რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) USAID-ის პროექტის - ზრდა საქარველოში-ს მხარდაჭერით ადგილობრივ მეწარმეებს გააცნობს რეგიონის კულტურული მემკვიდრეობისა თუ ტრადიციების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობებს. 
ტრენინგი უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში საქმიანობს.

სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი

22/04/2019

გაგაცნობთ USAID -ის პროექტი - ზრდა საქართველოში მხარდაჭერით რეგიონული განვითარების ასოციაციის (RDA) ახალ ინიციატივას - აღმოაჩინე სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი. 
ინიციატივის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი, სადაც ადგილობრივი მეწარმეები გაეცნობიან რეგიონის კულტურული მემკვიდრეობისა თუ ტრადიციების მარკეტინგული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობებს.


თუ თქვენ გაინტერესებთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოტენციალის მარკეტინგული მიზნით თქვენს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, დარეგისტრირდით ჩვენს ტრენინგზე

შეგახსენებთ, რომ ტრენინგი უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში საქმიანობს. 

პროექტ ZRDA-ს ფინანსური მხარდაჭერითა და რეგიონული განვითარების ასოციაციის ორგანიზებით კახეთში სასწავლო ვიზიტი გაიმართა

28/12/2018

პროექტ ZRDA-ს ფინანსური მხარდაჭერითა და რეგიონული განვითარების ასოციაციის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტურისტული ობიექტების მოსარგებლეებისთვის კახეთში სასწავლო ვიზიტი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, აბასთუმნის, ბორჯომისა და წალკის მუნიციპალიტეტებში არსებული განთავსების საშუალებების 17-მა მოსარგებლემ.

კახეთში გამგზავრებამდე ინფოტურის მონაწილეების პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისში, სასტუმრო ალფაბეტის მფლობელთან, რომელმაც თავის გამოცდილება და რჩევები გაუზიარა სტუმრებს. შემდეგ კი შეხვედრა გაიმართა სპეციალურად მოწვეული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალით. თითოეულმა ბენეფიციარმა მოკლედ გააცნო საკუთარი ობიექტი ტუროპერატორებს, თავიანთი ბროშურები დაურიგეს და საკონტაქტო ინფორმაციაც გაცვალეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ობიექტებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარებას და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის დაწყებას.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა არსებული ბენეფიციარებისთვის

25/09/2018

2018 წელს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.

 

იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ ბიზნესგეგმების ეტაპზე უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მეექვსე ფაზა (CDI6)

27/09/2018

პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-
ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიებში (BTC/SCP), ასევე
დაგეგმილი საქმიანობების ნაწილს აფინანსებს USAID-ის მიერ დაფინანსებული და Chemonics
International-ის მიერ განხორციელებული პროექტი “ზრდა”.
პროექტს ახორციელებს „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA).


პროექტის მიზანია BP-ს მილსადენების, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ
კავკასიის გაზსადენის გასწვრივ მდებარე 60 სოფელში (სამცხე–ჯავახეთი 33; წალკის მუნიციპალიტეტი
27) თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ დაეხმარება BP-ს,
USAID-ის პროექტს „ზრდა“ და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების გაღრმავებას.
პროექტის ფარგლებში „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ აცხადებს კონკურსს შემდეგი მიმართულებებით: 

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა - ხარჯების მიზნობრიობა

29/08/2018

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ყველა ბიზნეს მიმართულება გარდა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებისა და პირველადი წარმოებისთვის  განკუთვნილი მომსახურებებისა როგორიცაა - ბოსტნეული; ხილი; მწვანილი; ბაღჩეული კულტურების მოყვანა; მრავალწლიანი კულტურები, სანერგე მეურნეობები, მარცვლოვანი კულტურა, ვაზი, ბაღის გაშენება , შინაური ცხოველები და ფრინველების მოშენება - რძის , თაფლის , კვერცხის წარმოება გარდა იმ შემთხვევებისა როცა იგეგმება უკვე არსებული პროდუქტის შეფუთვა/დაბრენდვა).

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი 20 აგვისტოდან ახალი პირობებით განახლდება

18/08/2018

2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე ბიზნესიდეების მიღება იწყება

15/08/2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტს 2018 წელს  ახალი პირობებით განაგრძობს.

2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

გრაფიკული დიზაინერი

19/07/2018

რეგიონული განვითარების ასოციაცია აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის მომსახურების შესყიდვაზე.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 ივლისი, 2018 წ.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.

თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის

25/05/2018

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითრების ინიციატივა" CDI თავისი საქმიანობის დაწყების დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს სოფლად ქალების განვითარებასა და მათი როლის გაძლიერებას. BP-მიერ თანადაფინანსებულია არაერთი ქალი, რომლებიც დღესაც წარმატებით უძღვებიან თავიანთ ბიზნესს. 

სწორედ ერთ-ერთი ასეთია სილამაზის სალონი ანდეზიტში, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს მაღალი ხარისხის, თანამედროვე ინვენტარისა და პროფესიონალი სტილისტის წყალობით. ნატო გელაშვილმა ჟურნალისტის განათლება თბილისში მიიღო და თავისი პროფესიით მუშაობა თბილისშივე გააგრძელა, თუმცა, შვილის გაჩენის შემდეგ ნატოს მოუწია პროფესიას 5 წლით ჩამოშორებოდა, რადგან ბავშვს ყურადღება სჭირდებოდა და მიუხედავად საკუთარი პროფესიის სიყვარულისა, ნატო მიხვდა, რომ ჟურნალისტობას და ბავშვის აღზრდას ერთად ვერ მოახერხებდა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა სტილისტობა შეესწავლა და თბილისის ერთ-ერთ სალონშიც მოეწყო.

თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

24/05/2018

"იმედით შევხვდი გამოცხადებულ კონკურსს, მცენარეების მიმართ სიყვარულმა და დამატებითი შემოსავლის წყაროს შესაძლებლობამ გადამაწყვეტინა მიმეღო მონაწილეობა კონკურსში. ოჯახის წევრებიც სიხარულით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და მხარი დამიჭირეს".
ემზარმა წარმატებით გადალახა კონკურსის ეტაპები და მოიპოვა თანადაფინანსება, რომლის მეშვეობითაც შეიძინა მაღალი ხარისხის ნერგები და რამდენიმე თვეში დაიწყო დამყნობაც.
"პროექტის საშუალებით შევძელი ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულება. პროექტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პრაქტიკული რჩევების მისაცემად, ქალაქ გორის მეურნეობიდან ჩამოვიდნენ სპეციალისტები, ასვე სოფელ წნისში ჩატარდა ტრენინგი, სადაც გავიგე მყნობის ახალი ტექნოლოგიების შესახებ და პრაქტიკულადაც ვნახე როგორ კეთდებოდა".

‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

23/05/2018

ბიზნესის მართვის სფეროში შეძენილი პირველი გამოცდილება უკავშირდება საფეხბურთო ჩემპიონატს. ზაფხულის ცხელი დღეები იყო და ჩემპიონატიც ახლოვდებოდა, ფეხბურთის გულშემატკივრები ეძებდნენ მყუდრო ადგილს, სადაც იქნებოდა სიგრილე და შეძლებდნენ ექომაგათ საყვარელი გუნდისთვის. ამირანის ბიზნეს ალღოს არ გამოჰპარვია საგანგებო მზადება და სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა - მდინარის პირას არსებული ფაცხები გადაექცია ჩემპიონატის ქომაგების თავშეყრის ადგილად.
ეკრანზე საყვარელი გუნდის თამაში, ირგვლივ ბევრი ხმაურიანი გულშემატკივარი და ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა, ერთიანად იზიდავდა როგორც აქტიურ ქომაგებს, ისე სოფელში ჩასულ დამსვენებლებსაც. 
პურის საცხობის გახსნის იდეა დასაბამს სწორედ ამ პერიოდიდან იღებს. პური, რომ ფართო მოხმარების პროდუქტი იყო და კონკურენციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა - ეს უცხო არ ყოფილა ამირანისთვის, თუმცა მისი სურვილი - ადგილობრივ ბაზარზე განსხვავებული კუთხით წარდგენილიყო, არ ეწინააღდეგებოდა მოცემულობას.

ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

22/05/2018

ვარხანში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანში გაკვირვებას იწვევს და შეიძლება დაუჯერებელიც კი არის, რომ სოფელში შეიძლება არსებობდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისი კლინიკა, ხოლო თავად, იზა ბაქრაძისთვის კი ეს მიღწეული მიზანია, რომლის მისაღწევად უამრავი სირთულე გადალახა.
ყველაფერი კი ბავშვური გატაცებით დაიწყო, ოჯახის წევრები ამჩნევდნენ მის გამძაფრებულ ინტერესს სამედიცინო სფეროს მიმართ და მათი მოლოდინი მაშინ გამართლდა, როდესაც იზამ სკოლის პერიოდშივე გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა სამედიცინო მიმართულებით. 
ვინაიდან რეგიონში არ არსებობს სამედიცინო სასწავლებელი, იზა იძულებული გახდა განათლების მისაღებად სოფლიდან დედაქალაქში წასულიყო. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მან მიიღო სტომატოლოგის ლიცენზია, როგორც თერაპიული, ისე ქირურგიული მიმართულებით.

უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

21/05/2018

გელა სარაშვილი უკვე სამი წელია უდეში მეფრინველეობას ეწევა. დღეისთვის იგი წარმატებული მეწარმეა, მაგრამ საქმიანობის დაწყებიდან დღემდე არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. როდესაც ქათმის ფერმის მოშენება გადაწყვიტა, გელამ, პირველ რიგში ინფორმაციის მოძიება დაიწყო, თუ როგორ და სად შეეძინა შეღავათიან ფასად მეორადი გალიები, გამოცდილებაც მეტ-ნაკლებად ჰქონდა, სოფლის ცხოვრებიდან გამომდინარე. ერთადერთი რაც ესაჭიროებოდა ფინანსური რესურსი იყო. სწორედ, ამ დროს გაიგო ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის შესახებ. ჯერ მეზობელმა უთხრა, რომ არსებობდა მსგავსი პროექტი, შემდეგ უკვე უბნის ცენტრში განცხადებაც ნახა და რეგიონული განვითარების ასოციაციის მიერ გამართულ კრებებსაც დაესწრო. 

პროფესიად ქცეული გატაცება – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

18/05/2018

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული დურგალი ცხოვრობს ვალეში. წლების წინ, პროფესიით ელექტრიკოსი კახა მერაბიშვილისთვის, სადურგლო საქმიანობა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. სამსახურიდან დაბრუნებული მოყვარულის დონეზე მოწყობილ პატარა სახელოსნოში მცირე შეკვეთებზე მუშაობდა, მაშინ არც უფიქრია, რომ მომავალში ჰობი მის პროფესიას ჩაანაცვლებდა.

შეკერილი ზღაპარი

17/05/2018

თამარს კერვა ბავშვობიდან იტაცებდა, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ის საკუთარ კაბებს იკერავდა და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ, სოფელში ყველაზე განსხვავებულად იცვამდა. უკვე შემდგომ, თამარი ბორჯომში სწავლობდა კერვას და იქვე მუშაობდა ბორჯომის პირველ ატელიეში. 

CDI თანადაფინანსება თამარმა 2015 წელს მოიპოვა და თვლის, რომ სწორედ აქედან დაიწყო მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები. თამარმა თანადაფინანსებით შეძლო ცალკე სამკერვალო აეშენებინა და თანამედროვე დანადგარებიც შეეძინა. 

სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ობიექტების მფლობელთათვის კახეთში საქმიანი ინფოტური მოეწყო

4/05/2018

რეგიონული განვითარების ასოციაციის და ექსპორტის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით, USAID პროექტის - „ზრდა“ და სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის დარგის ხელშეწყობის პროექტის„TASME“ფინანსური მხარდაჭერით,  სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მცირე და საშუალო ზომის ტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის სპეციალური 2დღიანი ინფოტური მოეწყო კახეთის რეგიონში.

ტენდერი

07/09/2017

დასახელება: სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებისთვის საჭირო სასწავლო მასალების მომზადებასთან დაკავშირებით

შემსყიდველი: რეგიონული განვითარების ასოციაცია

 

რეგიონული განვითარების ასოციაციას სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩასატარებლად  ესაჭიროება:

  • სასწავლო მასალების მომზადება;

  • სასწავლო მასალების მომზადება ორ ენაზე (ქართული, რუსული);

  • მომზადებული სასწავლო მასალების დოკუმენტის სახით წარმოდგენა.

  • საქმე, რომელსაც შედეგი მოაქვს

    31.05.2017

    412 ინფრასტრუქტურული პროექტი; 910 ახალი მცირე ბიზნესი; სულ მცირე 1542 ახალი სამუშაო ადგილი; ერთ ბიზნესზე საშუალო თვიური მოგება - 301 ლარი; სამიზნე ოჯახებში საშუალოდ 25%-ით გაზრდილი შემოსავალი - ასეთია იმ პროგრამის შედეგების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელსაც “BP საქართველო” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლებში ახორციელებს.

     

    მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების კონკურსი იწყება

    10/05/2017

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება. 15-დან 31 მაისის ჩათვლით ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge იქნება შესაძლებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს  შეეძლება, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება.

    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა

    07/12/2016

    TV1, გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრად ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის მრჩეველი - ეთერ კვირიკაშვილი და  BP-ის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი - რუსუდან მეძმარიაშვილი. 

    ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი

    02/08/2016

    ბუნებრივი მასალების: ხის, თექისა და ქსოვილისგან დამზადებული სათამაშოები: ანბანი სხვადასხვა ენაზე, ციფრები, ასაწყობი ფაზლები და თექის წიგნები – ორმა ახალციხელმა ქალმა მცირე ბიზნესი დაიწყო, რომლის ფარგლებში, ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელ სათამაშოებს აწარმოებენ.


    ბუნებრივი საშუალებებისგან დამზადებული 40–მდე ექსპონატი მწარმოებლებმა დღეს ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამოფინეს. მათ სტუმრებს სათამაშოების დანიშნულებასა და თავიანთ საქმიანობაზე უამბეს. 

    დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები

    01/07/2016

    სოფელ ზემო სხვილისში, პროგრამა ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში დაფინანსებული მექანიზატორების შეხვედრა გაიმართა. მათ შეძენილი სახნავი, სათესი, სათიბი, საფრეზი და მიწათმოქმედებისათვის საჭირო სხვა მექანიზაცია გამოფინეს და საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

    პროგრამა ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) კომპანია ბი-პი-ს დაფინანსებით 2003 წელს სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში დაიწყო. უკვე ექვსი წელია სამცხე-ჯავახეთის ნაწილში პროგრამას ,,რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA) ახორციელებს.

    სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში 

    16/06/2016

    ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 33 სოფელში პროგრამა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ერთ–ერთი მიმართულება სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტების წარმატებით განსახორციელებლად, მილსადენის გასწვრივ 4 კმ დერეფნის სივრცეში მდებარე ყველა დასახლებაში სათემო კავშირები შეიქმნა. თანამონაწილეობრივი გრანტის მოსაპოვებლად სათემო კავშირები სოფლის კრებაზე მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტულ პროექტებს არჩევენ, საკონკურსო განაცხადებს ავსებენ. გამარჯვებული საგრანტო პროექტის განხორციელებაში სოფლის მოსახლეობაც არის ჩართული ფიზიკური შრომით ან ფინანსური თანამონაწილეობით. პროცესში რეგიონული განვითარების ასოციაციის გუნდიც მონაწილეობს - ადგილზე მოწმდება სამუშაოების შესრულების ხარისხი და ვადები. სათემო კავშირებს მუდმივად უტარდებათ ტრენინგები, რომ ეს და სხვა პროექტები სათანადო ხარისხით და უსაფრთხოების აუცილებელი ზომების დაცვით განახორციელონ. 
     

    01/09/2015

    "1 წუთი მაესტროზე"
    ირინა თხელიძე - მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი

    კომპანია BP-ს და მისი პარტნიორების დაფინანსებით სამცხე-ჯავახეთის 33 სოფელში პროექტი "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" გრძელდება

    რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) 2015 წლის ივლისიდან დაიწყო პროგრამის - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) მეხუთე ფაზის განხორციელება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის და მისი გაფართოების დასავლეთ მარშრუტის გასწვრივ მდებარე სამცხე-ჯავახეთის 33 სოფელში. „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“  (CDI) ინიცირებულია და დაფინანსებულია კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP/SCPX)  და მიზნად ისახავს  კეთილმეზობლური ურთიერთობის გაღრმავებას კომპანიასა და სამიზნე სოფლების მოსახლეობას შორის. პროგრამა სამწლიანია და დასრულდება 2018 წლის ივნისში.  

    კოოპერატივები ესტონეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

    10/06/2015

    სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები ესტონეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. მეცხოველე, მერძევე, მეფუტკრე და მეთევზე კოოპერატივების წარმომადგენლებმა მოინახულეს ფერმები და ესტონელი კოლეგებისაგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

    სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანა საბახტარიშვილმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრები გამართა ესტონეთის პარლამენტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

    საუბარი შეეხო კოოპერატივებისა და მცირე მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.

    შეხვედრის მიზანი იყო ესტონეთის გამოცდილების გაზიარება, თუ რა გზა გაიარა ესტონეთმა ევროკავშირში გაწევრიანებამდე, როგორ განხორციელდა რეფორმები აგრონომიულ სფეროში.

    პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
    ზემოთ ჩამოთვლილი კოოპერატივების შორისაა RDA -ს ხელშეწყობითა და BP-ის თანადაფინანსებით შექმნილი კოოპერატივი "საჩვენებელი საფუტკრე" 

     

    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა (CDI) სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კომპონენტის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

    02/05/2015

    ამა წლის 1 მაისს, ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI) განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა - რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA)  და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC), კომპანია BP-სთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად, გამართეს ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კომპონენტის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია სატუმრო რუმს თბილისში. კონფერენციას ასევე ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი დავით გალეგაშვილი, რომელიც ვრცელი სიტყვით წარსდგა დამსწრეთა წინაშე, ჩაერთო დისკუსიაში და ამომწურავი პასუხები გასცა კოოპერატივების წევრთა ყველა კითხვას. 

    BP ქალების ჩართულობისთვის

    17/02/2015

    სადემონსტრაციო ნაკვეთები, მცირე ბიზნესი, კოოპერატივები და სათემო პროექტები სამცხე–ჯავახეთის სოფლებში და 200–მდე ჩართული ქალბატონი. BP რეგიონში ქალების განვითარებასა და მათი როლის გაძლიერებას უწყობს ხელს.
    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, მცირე ბიზნესის, სასოფლო კოოპერატივების და სასოფლო სადემონსტრაციო ნაკვეთების პროექტების შედეგად თვითდასაქმების და დასაქმების შესაძლებლობა მიეცა 185 ქალბატონს. პროგრამის ფარგლებში შექმნილი სათემო კავშირები აწევრიანებს 10 ქალბატონს.