ბიზნესის გაფართოებით დაინტერესებული მეწარმეებისათვის
“რეგიონული განვითარების ასოციაცია”-მ მოიპოვა შესაძლებლობა "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის" (CDI) მეხუთე ფაზის განსახორციელებლად, რათა განაგრძოს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის და მისი გაფართოების პროექტის გასწვრივ მდებარე, სამცხე–ჯავახეთის 33 სოფელში თემების მდგრადი სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პროცესი.
პროექტი (CDI-5) დაფინანსებულია “BP”–ს და მისი პარტნიორების მიერ. პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს CDI-4-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების გაფართოვების სტიმულირება და მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, “RDA” აცხადებს კონკურსს ბიზნეს გრანტების მიღების თაობაზე.
საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ბიზნესი უნდა განხორციელდეს მხოლოდ “CDI” პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ მიზნობრივ თემებში.
განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ ბიზნეს პროექტებს, რომელთა ავტორებსაც ექნებათ პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაში სათანადო გამოცდილება და რომლებიც წარმოაჩენენ წარმატებული განვითარებისა და ზრდის შესამჩნევ პოტენციალს.
მცირე ბიზნესის გაფართოების პროექტის განაცხადები შემოტანილ უნდა იქნას “რეგიონალური განვითარების ასოციაციის” ოფისში:
ახალციხე, წმინდა დავით და კონსტანტინეს 21ა ტელ: 22-00-92, 599 402 612, 599 959 174.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 აგვისტო, 2015.
კონკურსის წესები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამავე მისამართზე, ან ორგანიზაციის ვებ გვერდზე www.rda.org.ge.
ეს დოკუმენტი მომზადდა ВР –ის გრანტის დახმარებით, მასში ასახული შეხედულებები და მოსაზრებები წარმოადგენს RDA–ს საკუთრებას და არ ასახავს ВР –ის ოფიციალურ ხედვას.
