ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფების კონკურსი „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის განვითარებისთვის “ პროექტის ფარგლებში
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა( ENPARD - საქართველო)
ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონალური განვითარების ასოციაცია (RDA) დათსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპისსამეზობლო პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE),რეგიონალური განვითარების ასოციაცია (RDA) და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)ერთობლივად ახორციელებენ „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის განვითარებისთვის“პროექტს სენაკის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ცაგერისმუნიციპალიტეტებში. პროექტი მიზნად ისახავს ფინანსურად მდგრადი, ბიზნესზე ორიენტირებულისასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის გზით ფერმერული მეურნეობების წარმოებისეფექტურობის ამაღლებას და ფერმერთა შემოსავლების ზრდას.
კერძოდ, დაგეგმილია:
-
ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული ჯგუფების შერჩევა და წარმატებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა წარმოების ეფექტურობის ამაღლებისა დაფერმერთა შემოსავლების გაზრდის მიზნით;
-
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) გაძლიერება, რომელიც წარმოადგენს და იცავს წევრი კოოპერატივების და მცირე ფერმერების ინტერებს და უფლებებს;
-
მცირე ფერმერთა კოოპერტივების ხელშეწყობა და ადვოკატირების ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესება;
-
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ კაპიტალურ რესურსებთან, საბაზრო ინფორმაციასთან, ბიზნეს შესაძლებლობებთან და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებთან ხელმოსაწვდომობის გაზრდა.
ამასთან დაკავშირებით, პროექტი აცხადებს საგრანტო განაცხადების კონკურსს მცირე ფერმერთაჯგუფებისთვის ან უკვე არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბიზნესზეორიენტირებული საუკეთესო იდეების გამოსავლენად.
კონკურსის შედეგად, შვიდი მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა ბიზნესის განვითარებაზეორიენტირებული 60 საუკეთესო ბიზნეს იდეა. შერჩეულ ფერმერთა ჯგუფებს/კოოპერატივებსსაშულება ექნებათ ბიზნესის საფუძვლების და კოოპერატივის ორგანიზაციული მოწყობის საკითხებშიაღნიშნული დოკუმენტი მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მასში ასახული შეხედულებები დამოსაზრებები წარმოადგეს ქეა საერთშორისო კავკასიაში საკუთრებას და არ ასახავს ევროკავშირის ოფიციალურ ხედვას2ტრეინინგების მეშვეობით განავითარონ ბიზნესის დაგეგმვის და მართვის შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს მათ იბრძოლონ თანადაფინანსების მისაღებად პროექტის ფარგლებში და სამომავლოდ სწორად წარმართონ თავიანთი ბიზნესი.
პროექტის განხორციელების 4 წლის განმავლობაში შეირჩევა ბიზნესზე ორიენტირებული დაახლოებით 40 საუკეთესო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი, და თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე ბიზნეს გეგმის საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყოფა 5,000 დან 40,000-მდე ევროს ოდენობის დაბრუნებადი გრანტი. საკონკურსო შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება დაახლოებით 20 საუკეთესო ბიზნეს იდეის შერჩევა საგრანტო თანადაფინანსების მიზნით.
აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მასში ასახული შეხედულებები დამოსაზრებები წარმოადგეს ქეა საერთშორისო კავკასიაში საკუთრებას და არ ასახავს ევროკავშირის ოფიციალურ ხედვას