CDI4 დასავლეთი, სოფელ არალი
2012 წლის უწყისი

სოფელი არალი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის რაიონში მდინარე ქვაბლიანის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1120 მ-ზე და სიდიდით მეორე დასახლებაა CDI4-ის ფარგლებში 2180 მაცხოვრებლით (2010 წ.).
არალი ტრადიციულად ცნობილია მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ გაშენებული ხეხილის ბაღებითა და კარტოფილის მოყნავის კულტურით. სწორედ ეს საქმიანობები წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს. დასახლებული ტერიტორია საკმაოდ მჭიდროდაა დაკომპლექტებული ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა დასავლეთის (CDI) სხვა სოფლებთან შედარებით და ადგილობრივი ფერმერები ამუშავებენ აგროპროდუქტებს სოფლის გარეუბნებში მდებაზე სახნავ ნაკვეთებზე.
მიუხედავად იმისა, რომ არალი მეორეა ვალეს შემდეგ მოსახლების რაოდენობით (CDIW-ის 27 სოფლიდან), მას აქვს ყველაზე დაბალი გრადაცია კომლში ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით (2.6). ეს ციფრი ასევე მიუთითებს ადგილობრივი მოსახლეობის ხანდაზმულობის საშუალო ასაკს, თუმცა მიუხედავად ამ უკანასკნელისა, ზემოაღნიშნული ფაქტორების კომბინაცია ქმნის წინაპირობას როგორც ურბანული მომსახურების, აგრეთვე აგრო-წარმოების პოტენციალის განვითარებისათვის. ასეთი გარემო ხელს უწყობს სრულიად დივერსიფიცირებული მოთხოვნების გაჩენას CDI4-გან დახმარების მისაღებად და სოფელი უკვე სარგებლობს პროგრამის უმეტესი კომპონენტებით (ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სადემონსტრაციო ფერმები, დამწყები ბიზნესები, ფერმერთა ასოციაცია ”სამცხე”).
კარტოფილის მოყვანის პერსპექტივებს ამ ტერიტორიაზე ნათლად ასახავს მოსავლის ხარისხი და მოცულობა, რომელიც აიღო არალის სათესლე მწარმოებელთა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არიან ფერმერთა ასოციაციის „სამცხე“-ს (დაარსდა ფარგლებში CDI3) წევრები. საშუალო პროდუქტიულობა 30-32 ტ / ჰა (ეროვნულ საშუალოსთან შედარებით 20-25 ტ / ჰა) დაფიქსირდა აქ წელს და სათესლე კარტოფილის წილმა მთლიანი მოცულობის 0,2 ჰა-ის 54%-ს მიაღწია. CDI4-მა სამცხეს მისცა შესაძლებლობა მიიღოს თანადაფინანსება USD 15,000 შესაბამისი გრანტის ოდენობით სამეურნეო მანქანებისა და მრავალციკლიანი რეპროდუქციის მქონე უმაღლესი პოტენციალის ნერგების შესაძენად. მასშტაბის ეკონომია მიღწეული ზემოთ კოოპერატიული მიდგომის შედეგად აისახა 37%-იან დანაზოგში გასულ წელს, დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესება შემდგომ სეზონზე.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდასთან ერთად, სარწყავ წყალს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა სოფლისთვის, რომელიც მიუხედავად წყლის რესურსების სიახლოვისა და მრავალრიცხოვანი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა, კვლავ განიცდის ტექნიკური წყლის დეფიციტს.

არინდას ჯიშის კარტოფილი
მიღებული ერთი ნერგიდან. არალი, 2012წ.

თანასწორობის წევრები და RDA-ს ინჟინერი კონოსჭალების სარწყავი სისტემის შეკეთების პროცესში..
არალის სათემო ორგანიზაცია თანასწორობამ განახორციელა სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც წყლის მიწოდება აღდგა 360ჰა სახნავ ნაკვეთზე პროგრამა CDI-ის ფარგლებში 2005 წლიდან. ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე თანასწორობა გამოეხმაურა პირველი რაუნდის საგრანტო განაცხადს CDI4-ის კომპონენტის - ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შუამდგომლობაზე და მოიპოვა 14.735 ლარის ოდენობის გრანტი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის.
თემის თანამონაწილეობის თანხამ შეადგენა 6,526 ლარი (მთლიანი თანხის 31% ) და 2005 წელს დაფუძნებულმა სათემომ მიიღო დიდი გამოცდილება, სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდა ოქტომბრისთვის. ახლად რეაბილიტირებული კონოსჭალების სათავე ნაგებობა დაკავშირებული ძირითად სარწყავ სისტემასთან შესაძლებელს გახდის მოირწყას 80ჰა.
ბატონი გიგო ფეიქრიშვილი სოფელი არალიდან იყო ერთ-ერთი პირველი ფერმერთაგანი, რომელიც გამოეხმაურა CDI-ის ახალ ინიციატივას - გაემართათ ვაშლის ბაღების სადემონსტაციო ფერმები.
"ვაშლის მოყვანა წარმოადგენს ძირითად საქმიანობას ჩვენი სოფლისათვის მრავალი ათწლეულის მანილზე, თუმცა ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად მცირდება, რაც გამოწვეულია დისტრიბუციასთან დაკავშირებული პრობლემებით" - აცხადებს გიგო.
"მოსავლის აღებისას, ფერმერები ყოველთვის ცდილობენ უპირველეს ყოვლისა ხილი გაყიდონ პირველად მომხარებელზე, რათა მიიღონ მაქსიმალური ფასი, წარუმატებლობის შემთხვევაში ფერმერები უკავშირდებიან გადამამუშავებელ ქარხნებს და კაპიკებში აბარებენ მოსავალს.
ეფექტური სადისტრიბუციო მომსახურების არსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი ვაშლის ქვემო ან შიდა ქართლის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის მიწოდების ტრანსპორტირების ხარჯი იქნება უკონკურენტო გორისა და მარნეულის პროდუქტებთან შედარებით. ამ ყოველივეს გათვალისწინებით გადავწყვიტე მომესინჯა უფრო პროდუქტიული და ძვირადღირებული მაგიდის ვაშლის ისეთი ჯიშების მოყვანა, როგორიცაა Jonath Gold, Granny Smith და Star Grimson "- ამბობს დემო ფერმერი.

გიგო ფეიქრიშვილი, CDI4-ის დემო ფერმერი ახდენს ახლად დარგული ვაშლის სანერგეს დემონსტრირებას. არალი, 2012წ.

Granny Smith - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვაშლის ჯიში, რომელიც ექსკლუზიურად იყიდება ისეთი გლობალური კვების ობიექტების ქსელების მიერ როგროიცაა McDonalds და Starbucks.
ეს ვაშლის დემო დაფინანსდა CDI4-ის ფარგლებში 736 ლარის ოდენობით და თანადაფინანსების 435 ლარი დაიხარჯა ნერგებისა და წარმოების საშუალებების შეძენაზე და ა.შ.
მოსალოდნელი წარმადობით, ბატონი გიგო გეგმავს დაახლოებით 450კგ. მოსავლის მიღებას 2014 წელს, ხოლო 2015 წელს - 9ტ., რაც ფულად ფორმაში გულისხმობს მინიმუმ 1,350 ლარიან და შესაბამისად 27,000 ლარიან შემოსავალს.
"ამ ბიზნესში თქვენ ინვესტირებას ახდენთ გრძელვადიან პერიოდში, მაგრამ შედეგი ასევე გრძელვადიანი და მდგრადია, ასე რომ ლოდინი ღირს" - აღნიშნავს ფერმერი.
მდგრადი ბიზნესი წარმოადგენს არა მხოლოდ გრძელვადიანი მომგებიანობის, არამედ გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას. არალი, მსგავსად ამ რეგიონის სხვა სოფლებისა, ხასიათდება მაღალი უმუშევრობით, რაც განაპირობებს ახალგაზრდების მიგრაციას ქალაქებში საარსებო წყაროს მოსაპოვებლად.
ამ თვალსაზრისით, დამწყები ბიზნესი სტომატოლოგიური ოფისის სახით, რომელიც დაარსდა CDI4-ის ფარგლებში 25 წლის თამარ კაჭკაჭაშვილის მიერ, წარმოადგენს საუკეთესო პასუხს გამოწვევაზე. როგორც თბილისში სამედიცინო ინსტიტუტის ახალკურსდამთავრებული თამარი აცხადებს, ეს ბიზნესი არის ერთადერთი მიზეზი, რაც აკავებს მას მშობლიურ მხარეში.
"მასშემდეგ, რაც დავამთავრე ინსტიტუტი თბილისში და გავიარე სტაჟირება სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებში, ვიცოდი, რომ უნდა გამეკეთებინა არჩევანი: ან დავრჩენილიყავი დედაქალაქში და გამეგრძელებინა მუშაობა, ან დავბრუნებულიყავი ჩემს სოფელში და მეფიქრა ოჯახის შექმნაზე. ეს იმით იყო განპირობებული, რომ არც სოფელ არალიში და არც მის მეზობელ სოფლებში არ არსებობდა არც ერთი კლინიკა, სადაც მე შევძლებდი სტომატოლოგიური კარიერის გაგრძელებას", განმარტავს თამარი. "როცა გავიგე დამწყები ბიზნესის გრანტების შესახებ ახალი მეწარმეებისთვის ახალგაზრდა ქალების წახალისების მიზნით, მივხვდი რომ მომეცა მესამე არჩევნის საშუალება" - აღტაცებით აღნიშნავს თამარი.
ახალგაზრდა მეწარმემ შექმნა ჯგუფი თავის ამჟამინდელ თანაშემწე - ლეილა ჩილინგარაშვილთან ერთდ და მიიღო გრანტი 3,900 ლარის ოდენობით თანამედროვე სტომატოლოგიური აღჭურვილობების შესაძენად მცირე სტომატოლოგიური კაბინეტისთვის. თანადაფინანსების ფონდები, რაც მთლიანობაში შეადგენდა 4.433 ლარს დაიხარჯა კაბინების რემონტზე, მცირე სტომატოლოგიურ აღჭურვილობებსა და მასალებზე.
"CDI-ის სამეწარმეო ტრენინგების ჩატარებამდე მე არასაკმარისად ვაღიარებდი მეწარმეობის კონცეფციას ყოველდღიურ მუშაობაში, მაგრამ მას შემდეგ რაც მოვისმინე უამრავი წარმატებული ისტორია ადამიანებისა, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს, ისევე როგორც, მე მომეცა სტიმული მივიღო არა მხოლოდ სტომატოლოგიური, არამედ ბიზნეს უნარების პრაქტიკაც"- აცხადებს თამარი. სტომატოლოგიურმა კაბინეტმა "სტომატოლოგი" დაიწყო პაციენტების მიღება ოქტომბერში და ახორციელებს მინიმუმ 3-4 მომსახურებას კვირაში.

თამარ კაჭკაჭაშვილი იღებს ერთ-ერთ პირველ პაციენტს თავის ახალ სტომატოლოგიური კაბინეტში. არალი, 2012წ.
* * *
ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა (CDI) ინიციირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი თანაპარტნიორების მიერ პროექტებში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი (BTC), სამხრეთ კავკასიის გაზსადენი (SCP) და საქართველოს მილსადენის კომპანიები (GPC).