პროექტი ზრდა საქართველოში

დონორი: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

განმახორციელებელი: Chemonics International Inc.
პარტნიორები: რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA)​
ხანგრძლივობა: მაისი 2016 - დეკემბერი 2020
თემატიკა: ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება

გეოგრაფიული არეალი: პროექტი ზრდა მუშაობს საქართველოს ექვსი რეგიონის: შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, და კახეთი (პანკისის ხეობა) – 81 თემში, მათ შორის ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.
სამიზნე ჯგუფი:  ადგილობრივი ფერმერები, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები;

მიზანი: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ხელს უწყობს მიკრო, მცირე, და საშუალო საწარმოების განვითარებას; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და განვითარებას; პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.


ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა:
სამიზნე რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად Zrda ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით.

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით Zrda-ს ძირითადი რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, პანკისის ხეობა და თუშეთი, თუმცა საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობის ხელშეწყობა სამიზნე რეგიონებში კვლავ რეჩება პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად. Zrda, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და რეგიონებში საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს რეგიონში ტურიზმის განვითარების მოდელის შემუშავებას უწყობს ხელს. მოდელი ორიენტირებულია აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის განვითარებაზე და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას აღნიშნული რეგიონების ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.

 

სოფლის მეურნეობის განვითარება:

სასოფლო-სამეურნეო სექტორში პროგრამა მიზნად ისახავს სოფლად საოჯახო მეურნეობების დახმარებას რათა გაიზარდოს მათი პროდუქტიულობა და შემოსავალი. პროექტის სოფლის მეურნეობის  პრიორიტეტული სექტორებია: ბოსტნეულის, კენკროვანი ხილის, ხეხილისა და მეფუტკრეობა/თაფლის წარმოება. საქმიანობები, რომლებიც მიმართულია წარმოების ახალი და გაუმჯობესებული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობისაკენ, ტექნიკური დახმარებისა და ფერმერებისათვის ტრენინგების ჩატარებისაკენ, საბაზრო კავშირების ხელშეწყობისაკენ და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისაკენ დაეხმარება ფერმერებს გააუმჯობესონ პროდუქტიულობა და მოსავალი, და გაზარდონ შემოსავალი. გარდა ამისა, პროგრამა ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გამწევი საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და პოტენციალის განვითარებას და პროფესიული ტრენინგების ჩატარებას ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, რაც დაეხმარება სოფლის მოსახლეობას გაზარდოს შემოსავლის წყაროების მრავალფეროვნება და გახდის მათ კონკურენტინარინს დასაქმების ბაზარზე. და ბოლოს, Zrda მჭიდროდ თანაშრომლობს ფერმერთა ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ინდივიდუალურ და კოოპერატიულ მწარმოებლებთან და საბითუმო და საცალო შემსმყიდველებთან, რათა ხელი შეუწყოს სტანდარტების გაუმჯობესებასა და სერტიფიცირების პროცესს, რაც გაზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობას                                                        .
 

Regional Development Association (RDA)
All Rights Reserved 2012
www.RDA.org.ge   
info@RDA.org.ge